საითკენ მივდივართ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რის გამო უნდა დაიჭირონ კიდევ ადამიანები, რომ ეს ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების გონებამდე მივიდეს?!, - ამის შესახებ "ფორმულას" ტელეწამყვანის ვახო სანაიას მეუღლემ თამარ ყურაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ფეისბუკზე“ დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა, რაც მისთვის შოკის მომგვრელია.

"საითკენ მივდივართ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რის გამო უნდა დაიჭირონ კიდევ ადამიანები, რომ ეს ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების გონებამდე მივიდეს?!

"ფეისბუკზე“ დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა, ეს ძალიან შოკის მომგვრელია. მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, ამ ბრძოლაში", - განაცხადა თამარ ყურაშვილმა.

"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.