"ქართული ოცნება" ჯიუტად და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, -  ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფრონტალური შეტევა ქართულ საზოგადოებაზე.

"ქართული ოცნება" ჯიუტად და თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნისკენ, რაც არის საქართველოში სრულად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება.

რუსულ კანონზეც თქვეს, რომ ამერიკულია, ამაზეც იტყვიან, რომ მსგავს საქმეზე გერმანიაში, ან ინგლისში ვინმე დააკავეს - ეს პრობლემაა, მაგრამ, ამასთანავე აქ არის მთავარი ზოგადი სურათი - ეს არის ფრონტალური შეტევა ქართულ საზოგადოებაზე და ამ შეტევის ერთ-ერთი კომპონენტია ეს დაპატიმრებაც", - განაცხადა გია ნოდიამ. 

"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.