მტკიცებულებების სხვა დიდი ნაწილი, რომელსაც კითხულობენ, აქაც ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ თვითონვე ადასტურებენ, რომ შემხებლობაში არ არის უშუალოდ წარდგენილ ბრალთან, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოყვანილი მტკიცებულებიდან ჩანს, რომ საქმეში ოპოზიციონერების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"მტკიცებულებების სხვა დიდი ნაწილი, რომელსაც კითხულობენ, აქაც ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ თვითონვე ადასტურებენ, რომ შემხებლობაში არ არის უშუალოდ წარდგენილ ბრალთან, მაგალითისთვის, წაკითხული და გამოქვეყნებულია გიორგი ვაშაძის ის სტატიები, რომლებიც დათარიღებულია 2023 წლით და რაც არანაირად არ უკავშირდება 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან.

ერთ-ერთი განცხადება, რომელიც საგულისხმო და ნიშანდობლივია, არის ის, რომ გამოქვეყნდა სატელევიზიო ეთერიდან ამონარიდი, სადაც გიორგი ვაშაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტოს გინება აქციის მონაწილეების მიმართულებით. ამის წაკითხვა მოუწიათ პროკურატურის წარმომადგენლებს", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.