მივმართავ ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობას, დაიშალეთ, რაც გამოიწვევს მთავრობის გადადგომას, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შექმნას და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"დამთავრდა ისტორიული ვიზიტი შეერთებულ შტატებში და ის მართლაც, ისტორიული გამოდგა ჩვენი ქვეყნისათვის. 

მმართველ ოლიგარქს და მის დანაშაულებრივ დაჯგუფებას, როგორც ვპირდებოდით, ჩამოვუტანეთ სანქციები, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ქოცი არ დატოვებს ძალაუფლებას.

მე მივმართავ ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობას - დაიშალეთ, რაც გამოიწვევს მთავრობის გადადგომას, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შექმნას და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. მიხვდით, რომ დადგა თქვენი წასვლის დრო", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.