მოვუწოდე სენატს, განიხილოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI-ს აქტი, რადგან ქართული ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს "ოცნების" პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, "ოცნების" ქმედება დემოკრატიაზე თავდასხმაა.

"დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობამ სამაუწყებლო კანონში ცვლილებები შეიტანა, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რომ კანონი დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. ახლა, როდესაც "ოცნება" დამოუკიდებელ ტელევიზიებზე, როგორიცაა "ფორმულა", "ტვ პირველი" და "მთავარი", საჩივრებს წარადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომლის დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა აშკარაა, რომ ეს მედიასაშუალებები არა პროფესიული სტანდარტებით, არამედ პოლიტიკური მიზნებით გახდებიან სამიზნე.

"ოცნების" კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდე სენატს, განიხილოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI-ს აქტი, რადგან ქართული ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს "ოცნების" პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.