ამ დაკავებით, ფაქტობრივად, აღიარეს ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და ლევან ხაბეიშვილი დააკავა.

"ეს დაკავება იყო ცალსახად ივანიშვილის ნერვების პრობლემა, მას ნერვებმა უმტყუნა იმიტომ, რომ მან გააცნობიერა, რევოლუციური პროცესები ისე აჩქარდა, რომ მან ვერ მოახდინა ამ პროცესებზე ვერანაირი რეაგირება. ამაში  წილი, რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილმა შეიტანა და ამ დაპატიმრებით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აღიარეს ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.