სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ "ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ.

მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. "MEGOBARI აქტი ახლავე”, - წერს ჯო უილსონი.