ოთხი ოქტომბრის გაკვეთილები თუ არ გავითვალისწინეთ, შესაძლოა, ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხოს და საქართველოში რაღაც დროით პროტესტი დაიყვანოს მინიმუმამდე და პროტესტში მონაწილეებით აავსოს ციხეები, ამ ადამიანებს კი ყოფნა-არყოფნის პრობლემა შეუქმნას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პერსპექტივა არსებობს.

"ოთხი ოქტომბრის გაკვეთილები თუ არ გავითვალისწინეთ, შესაძლოა, ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხოს და საქართველოში რაღაც დროით პროტესტი დაიყვანოს მინიმუმამდე და პროტესტში მონაწილეებით აავსონ ციხეები, ამ ადამიანებს კი ყოფნა-არყოფნის პრობლემა შეუქმნან. ეს კი გაუგონარია, მაგრამ მე ამის პერსპექტივას ვხედავ. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა ოთხი ოქტომბრის და მთელი ამ პროცესებიდან. უმთავრესი დასკვნა კი შეიძლება იყოს ის, რომ შევძლოთ ყველამ იმ ადამიანების სოლიდარობა, ვინც ახლა ჩვენ რომ სტუდიაში ვართ, ისინი კი - რუსთაველზე.

ყველა ქართველმა უნდა გაითავისოს, რომ დღეს ეს უწყვეტობა რუსთაველზე პირდაპირ განაპირობებს საქართველოს ჯერ კიდევ ყოფნას საერთაშორისო პარტნიორების რადარებზე, განაპირობებს იმას, რომ საქართველო არ ქრება ამ დღის წესრიგიდან, თორემ ივანიშვილ-კობახიძის ეს ანტაგონისტური, აგრესიული პოლიტიკა დასავლეთის მიმართ შეიძლება ნიშნავდეს ერთადერთ რამეს, რომ რუსეთს თითქმის ჩამოწყვეტილი აზერბაიჯანის, სომხეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ყველას ნაცვლად, საქართველო მიეკედლოს რუსეთს", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.