ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს.

მას ჭრილობა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.