შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის დაკარგვა ნიშნავს სასამართლოს განსჯადობის დაკარგვას სტრასბურგში. უნდა ეს ხელისუფლებას? სავარაუდოდ, კი, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად არ ეგონა.

"პრობლემაა ეს ამბავი. 1999 წელს რაც მივიღეთ, ის შეიძლება დავკარგოთ. წარმოუდგენელია, მე ვერც ვიფიქრებდი ამას, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილზე წარმოდგენა იმთავითვე მქონდა, როგორც რუსეთის პროექტზე.

აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად არ მეგონა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის დაკარგვა ნიშნავს სასამართლოს განსჯადობის დაკარგვას სტრასბურგში. უნდა ეს ხელისუფლებას? სავარაუდოდ, კი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.