როდესაც სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

"შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ “არა”, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას და მის ძალმომრეობას!

საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ.

11 მაისს უნდა გამოვიდეთ ძალიან, ძალიან ბევრნი, გაიმართება მსვლელობა 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ.

12 მაისს კი 22:00 საათიდან პარლამენტთან უნდა გამოვიდეთ და გავათენოთ ღამე საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი, ვიდგეთ ერთად ძალიან ბევრნი და მტკიცედ, გამარჯვებამდე!

შევხვდებით ჯერ 11 მაისს, მეტრო 300 არაგველთან, 19:00 საათზე და მარშით მივალთ ევროპის მოედანზე, პარტია "ახალი" იდგება 300 არაგველთან, სხვები სხვა ლოკაციებზე", - წერს მელია.