ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი წერს.

მისივე თქმით, საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას

"ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებებით, მათ შორის როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას", - წერს ელჩი.