იმისათვის, რომ ევროპასთან, ან ამერიკასთან დარეგულირდეს ურთიერთობები, საჭიროა პოლიტიკის რადიკალური შეცვლა, ეს კი მათ არ უნდათ, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" უნდა, აჩვენოს მომხრეებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობებს დაალაგებენ.

"ოცნება" თითქოს ამ რეალობას არ ეგუება, აღარ იციან, ახალი რა ქნან, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ რაიმე რეალურს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რაღაც დაალაგონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ და ხელის ჩაქნევა არ უნდათ. მათ უნდათ აჩვენონ თავიანთ მომხრეებს, რომ ამერიკასთან დაალაგებენ. პროტოკოლური შეხვედრების დროს შემთხვევით დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის დროინდელ ფოტოებს ავრცელებენ და აჩვენებენ თავიანთ მომხრეებს. რომ ამბობენ - ცალ ფეხზე არ დავდგებითო - ამ დროს, ვიღაცა ხელს რომ ჩამოართმევს და გამარჯობას ეტყვის, ამას პროცესის დაწყებად და რაღაცის გარღვევად აფასებენ. სხვა სათქმელი არ აქვთ, მაგრამ ვერ ჩერდებიან. 

იმისათვის, რომ ევროპასთან, ან ამერიკასთან დარეგულირდეს ურთიერთობები, საჭიროა პოლიტიკის რადიკალური შეცვლა, ეს კი მათ არ უნდათ.

გათვლები, ანგარიშები, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, ჩავარდა, ვერ გაითვალა. მისი პრობლემა მარტო ის არ არის, რომ დიქტატორია და პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ციხეში, არამედ ისიც, რომ ვერ გათვალა ბევრი რამ გლობალურ პოლიტიკაში", - განაცხადა გია ნოდიამ.