4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება ეროვნული კრება, რათა ხელისუფლების მიტაცებული ქვეყანა ხალხს დაუბრუნდეს.

"ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი, ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს - 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის  მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. 

ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს.

4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე!", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.