პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მოქალაქეები თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას აპროტესტებენ და მოღალატეობრივ დასკვნას უწოდებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "წულუკიანი მონა!", "კობახიძე მონა!".

პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომაა, სადაც თეა წულუკიანი  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნას წარადგენს.