მე ვიძახი, რომ შენ უკანონო ხარ, პრეზიდენტი უკანონოა იმიტომ, რომ უკანონო პარლამენტმა აირჩია და ამასობაში, მე მივდივარ და ვიძახი, რომ ამ უკანონოდ დანიშნულის გადაწყვეტილებებს ვაღიარებ. ეს არის მათი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა პარტნიორებს ხელისუფლების არაღიარებისკენ მოუწოდებენ და პარალელურად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები, ალოგიკურია.

"რატომ არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა და რატომ იყო ჩემთვის გასაკვირი "ლელოს" პოზიცია - ჩვენ თუ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს მოხდა რუსული სპეცოპერაცია და მათ, როგორც ინსტიტუტი არჩევნების გააუქმეს - ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ნდობა აღარ გაქვს არჩევნების ამ ხელისუფლების ხელში. მეტიც, მას შემდეგ, რაც 26-ში არჩევნები მოიპარეს, კიდევ უფრო გაუარესდა საარჩევნო თამაშის წესები.  

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც კანონს არ ასრულებს, შესაბამისად, მე როდესაც ვაღიარებ მისი თვლის პროცედურას, მას, როგორც მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არჩევნების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ მე მის ლეგიტიმაციას ვაღიარებ. მე ვიძახი, რომ შენ უკანონო ხარ, პრეზიდენტი უკანონოა იმიტომ, რომ უკანონო პარლამენტმა აირჩია და ამასობაში, მე მივდივარ და ვიძახი, რომ ამ უკანონოდ დანიშნულის გადაწყვეტილებებს ვაღიარებ. ეს არის არალოგიკური, როგორც მინიმუმ და ეს არის მათი ლეგიტიმაცია.

ჩვენს პარტნიორებს რას ვეტყვით?! მათ ვეუბნებით, რომ ნუ აღიარებთ "ქართულ ოცნებასო" და მაშინ ჩვენ თუ ამ პროცესში შევდივართ, ეს რა ლოგიკა იქნება?!", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.