"ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირად შეეცდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ ევროპას დააბრალოს და ქართველი ხალხის თვალში ევროპა იყოს ის ბოროტმოქმედი, რომელმაც საქართველო აღარ მოინდომა, ჩვენს ხალხს დაუწესა სავიზო რეჟიმი და ა.შ., მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებების, მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით და საბოლოოდ, ალბათ, შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში, ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.