ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

"მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ზოგიერთ პერიოდში გვაძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ გვემოგზაურა. და ამ დროს ჩვენ, კერძოდ, ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც გვაძლევდნენ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას. ეს იყო ფანჯარა სამყაროში ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

მისივე თქმით, "პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ სცადოს, დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა, შეწყვიტოს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა".