დამცინავად მიუსაჯა ივანიშვილმა 12 წელი მიუსაჯა. რუსების გულის გასახარად მარტო მიშას საქმეზე გამოიყენეს შეკრებითობა, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სანქცირებულმა მოსამართლეებმა გამოუტანეს განაჩენი.

"თუ ვინმეს სადმე უბრძოლია მეც და ჩემს მეგობრებსაც ჩვენ ეს გაგვიკეთებია. საბოლოო ჯამში, პარტიაში ბევრი ახალი ლიდერია. ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შანსი. კარგია, რომ მიშა ამაზე ამბობს, რომ სწორია. 

დამცინავად მიუსაჯა ივანიშვილმა 12 წელი მიუსაჯა. რუსების გულის გასახარად მარტო მიშას საქმეზე გამოიყენეს შეკრებითობა. ფარცხალაძე, რომელმაც შეთითხნა სააკაშვილის ბრალი და ასევე, მურუსიძე - სანქცირებული, ამათ გამოუტანეს განაჩენი სააკაშვილს. ამიტომ, რომ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს ბევრი, მიშა სააკაშვილი არის ერთ-ერთი პირველი მათ შორის. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. 

პირდაპირ გეუბნებით, არცერთ არჩევნებში ყოფნას არ ვაპირებ, ვაპირებ, ვიყო  საარჩევნო კომისიაში, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთოს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.