"ქართული ოცნების" ლიდერები და პრემიერი უკვე დიდი ხანია, ატყუებენ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ თავად ქართველ ხალხს, ის, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ CNN-თან განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.

"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ძალადობაზე და ეს სია დავიწყეთ ოლიგარქი ივანიშვილით. ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთი გააძლიერა საკუთარი გავლენა საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხი არ ეგუება ამას.

ქართველ ხალხს ჰყავს ლეგიტიმური ლიდერი, პრეზიდენტის სახით, რომელიც მხარდაჭერილია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ მისი სიტყვები.

ბრალდება, რომ დემონსტრანტების უკან პოლიტიკური ინტერესები დგას, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ დგას ქართველი ხალხი და აქციები ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ის, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, არის სიმართლე.

"ქართული ოცნების“ ლიდერები და პრემიერ-მინისტრი უბრალოდ იტყუებიან, ისინი ატყუებენ ევროკავშირს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ისინი დიდი ხანია, ატყუებენ ქართველს ხალხს და ეს არის რეაქცია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ევროკავშირმა ეს პროცესი შეაჩერა უკვე რამდენიმე თვის წინ, თუმცა სიტუაცია, რომელსაც ამჟამად ქუჩებში ვხედავთ, ნამდვილად შემაშფოთებელია.

ჩვენ კარგად ვიცით პუტინის იმპერიალისტური გეგმა, მას სურს აღადგინოს საბჭოთა იმპერია და ამის დასტურია სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, იგივე მიზნები აქვს სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, მაგალითად საქართველოში. ასევე შეგვიძლია იგივე ვთქვათ მოლდოვაზე. პუტინს სურს განახორციელოს თავის გეგმა და ამიტომ მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია ჩვენ ვიდგეთ ერთად", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.