მე მოსაწვევი კი არ მივიღე, ავდექი და მოვედი. რად მინდა ევროპის დღეზე მოსაწვევი, ხალხო?! ევროპის დღე ჩემია, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

 

"რეჟიმს, რომელიც იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ციხეში ჰყავს "სინდისის პატიმრები", უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, მტრად აცხადებს სრულიად ევროპას და აშშ-ის, რა ესაქმება ევროპის დღეზე?! მე მოსაწვევი კი არ მივიღე, ავდექი და მოვედი. რად მინდა ევროპის დღეზე მოსაწვევი, ხალხო?! ევროპის დღე ჩემია, მოსაწვევი რაში მჭირდება?! ავდექი და მოვედი, არაფერი მოსაწვევი არ მიმიღია.

რატომ თვითონ ვერ მოვიდნენ?! იმიტომ, რომ მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან, აქ რომ გამოიარონ ახლა ევროპის დღეზე საოცრება დაემართებათ. მარტო შეუძლიათ შენობებში გამოიკეტონ პოლიციის ალყის უკან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.