რეზოლუციას 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი, -  ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და  ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ თუ რეჟიმი გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.