მაშინ, როდესაც რეჟიმი თავადვე ამბობს არჩევნებზე უარს და ოპოზიციას საერთოდ გაუქმებით ემუქრება, შეუძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარებას მაშინ აქვს აზრი, როცა დემოკრატიულია გარემო.

"ბუნებრივია, არჩევნები არის დემოკრატიული ცვლილების ყველაზე სწორი და ლოგიკური ფორმა, თუმცაღა მაშინ, როდესაც პროცესი იძლევა არჩევანის შესაძლებლობას და ეს არჩევანი წინსწრებით ივანიშვილის მიერ არის განსაზღვრული.

მაშინ, როდესაც რეჟიმი თავადვე ამბობს არჩევნებზე უარს, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ციხეებში ჰყავს გამოკეტილი და როდესაც ადამიანებს ქიმიური იარაღით, გაზით წამლავს და აწამებს, თან პარტიებს საერთოდ აკრძალვით ემუქრება, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.