ყველაფერი, რაც კეთდება საკანონმდებლო სფეროში, საკადრო სფეროში, არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საბოლოოდ დაამყაროს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ნაძირალა მოსამართლეების ხელით ყველაფერს ბეჭედს უსვამს.

"ყველაფერი, რაც კეთდება საკანონმდებლო სფეროში, საკადრო სფეროში, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოში ფორმდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საბოლოოდ დაამყაროს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი.

ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუნდაც ის, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი არის სანქცირებული, რომელიც არის ყველაზე ბნელი დავების შემსრულებელი.

პროკურატურა ამ ნაძირალა მოსამართლეების ხელით ყველაფერს ბეჭედს უსვამს",  - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.  მას  პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს.