ასე დაიწყო ივანიშვილის მმართველობა, როდესაც კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ბიჭები დახოცეს რუსულ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა და ამაში ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა გავა წლები, ბიძინა ივანიშვილი იქნება ღალატის სიმბოლო.

"საქართველოში სამწუხაროდ, 3 საუკუნეა ერთი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტია, არსებობს რუსული იმპერია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებით, ჩვენი ერის განადგურებით და მას აქვს საქართველოსი მეხუთე ძალა, რომელიც პრივილეგირებული არიან რუსეთის მხრიდან და ასე იყო ყოველთვის. როცა გავა წლები, ბიძინა ივანიშვილი იქნება ღალატის სიმბოლო. 12 წლის მანძილზე ყველა ანტიქართული საქმე ამ კაცმა გააკეთა, მათ შორის, ქართველი მებრძოლები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ აღმოჩნდნენ დაუცველები საქართველოში და მათ რუსული უშიშროება გაუსწორდა და ასე დაიწყო ივანიშვილის მმართველობა, როდესაც კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ბიჭები დახოცეს რუსულ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა და ამაში ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა. ახლა ცდილობს, რომ მთელი ეს ისტორიული ჩარხი, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ საერთაშორისო ასპარეზზე, 2008 წლის ომზე, როდესაც საუბრობენ და მიხეილ სააკაშვილის წარმატებაზე მთავარი რა იყო? ის, რომ გადავარჩინეთ სუვერენიტეტი, გადავარჩინეთ დამოუკიდებლობა, გადავარჩინეთ თავისუფლება და პირველად მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ რუსეთი არის ომის გამჩაღებელი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.