რუსეთის დუმაშიც კი ვერ შეკერავდნენ ასეთ საბრალდებო დასკვნას, რომელიც შეკერა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მსგავსი ტიპის დასკვნას ელოდა.

"რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის გვქონდა, რომ ეს მოღალატეები რამე სხვას დაწერდნენ, ვიდრე ღალატის ქრონიკას, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტი იქცა ღალატის ქრონიკის ადგილად, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით რუსეთის დუმაშიც კი. რუსეთის დუმაშიც კი ვერ შეკერავდნენ ასეთ საბრალდებო დასკვნას, რომელიც შეკერა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. ეს ნამდვილად, ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩვენ იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ თუ რა ხდება დღეს, ვსაუბრობთ მუდმივად წარსულზე და თანაც წარსულზე, რომელიც გადაწერილია რუსული ვერსიით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს.