როგორც ბელორუსმა დაკარგა უნარი ბალანსირების და საკუთარი ინტერესების დაცვის და რუსეთის განკარგულებაში აღმოჩნდა, ზუსტად ასეთ პროცესს ვაკვირდებით აქ, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებების გამო, მოქალაქეებიც შეიძლება დაზარალდნენ.

"დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოსწონს ივანიშვილს, რომ პირადად მას შეიძლება შეეხოს ფინანსური სანქციები, რომელიც აქამდე უფრო რბილი იყო, რადგან ის არ შეეხო მის კომპანიებს, ოჯახის წევრებს. ანუ, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი სანქციები იყო.

როგორც ბელორუსმა დაკარგა უნარი ბალანსირების და საკუთარი ინტერესების დაცვის და რუსეთის განკარგულებაში აღმოჩნდა, დღეს, ჩემი აზრით, ზუსტად ასეთ პროცესს ვაკვირდებით აქ, როდესაც რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო ხდება იზოლირებული დასავლეთისგან, ხდება სანქციების ობიექტი და შესაძლოა, ჩვენც, მოქალაქეებს გადაგვახდევინონ ფასი უვიზო მიმოსვლის გაუქმებით", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.