საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა.

ცენტრის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომ 1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება და ამის შესახებ წერილობით შეატყობინეს.

"მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.