სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურა დაფუძნებულია ბიძინა ივანიშვილის პირად ამბიციებზე. ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ ასეთი ე.წ. რევოლუციური სცენარები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღარ არის საინტერესო სუსის განცხადებები.

"აღარ არის საინტერესო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადება. ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ ასეთი ე.წ. რევოლუციური სცენარები და ვნახეთ მრავალჯერ, რომ ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად კონტაქტებზე და პირად ამბიციებზე დაფუძნებული სტრუქტურა და არავითარი  საერთო ეროვნულ ინტერესებთან ამ სტრუქტურას არ გააჩნია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.