საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პარტიების ლიდერებთან ერთად, ბალტიის ქვეყნებში გაემგზავრება.

ქართველი პოლიტიკოსები მაღალი დონის შეხვედრებს ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამართავენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პროდასავლური პარტიების ლიდერებმა და პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პოლიტიკოსების განცხადებით, კონსულტაციებზე საუბარი შეეხო 31 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ასევე, საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასაც.