საქართველოს შეჩერებული აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ეს არის კობახიძის, ივანიშვილის რეჟიმის ყველა ჭანჭიკის დამსახურება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა ქართველი ხალხის გასაკეთებელი ისაა, რომ დაიბრუნოს ისტორიული როლი და მიზანი.

"ეს არის საქართველოს იზოლაციის, საქართველოს ევროპული და დასავლური გზის კატასტროფის გაგრძელება.

საქართველოს შეჩერებული აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ეს არის კობახიძის, ივანიშვილის რეჟიმის ყველა ჭანჭიკის დამსახურება და ქართველი ხალხის გასაკეთებელი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს გზაზე დავბრუნდეთ და დავიბრუნოთ ის როლი, რომელიც რუსულმა რეჟიმმა წაგვართვა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.