საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროპული ინტეგრაციით, ამერიკასთან ურთიერთობით, პრაქტიკულად, ეს პროცესი მან გამიზნულად და ხელოვნურად ჩააგდო, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ასე გაგრძელდება, სანამ ეს პოლიტიკური ძალა იმყოფება საქართველოში და ეს იარსებებს, როგორც მუდმივი პრობლემა, როგორც ხალხისთვის, ისე რეგიონისთვის. 

"მე პრემიერ-მინისტრის პასუხებს განვიხილავ, როგორც მოუქნელ რიტორიკას და პოლემიკის მის ტრადიციულ სტილს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საუბარი იმაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ ვითარება ნორმალიზდეს, ამაზე საუბარი ნამდვილად იქნებოდა. 

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ევროპული ინტეგრაციით, ამერიკასთან ურთიერთობით, პრაქტიკულად, ეს პროცესი მან გამიზნულად და ხელოვნურად ჩააგდო. არ აწყობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროინტეგრაცია და დასავლეთთან ცივილიზაცია, რადგან მათთან ყოფნა დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ისეთ მაღალ სტანდარტს გულისხმობს და მოითხოვს, როგორიც თავსებადი არ არის საქართველოში არსებულ ამჟამინდელ რეჟიმთან. ბუნებრივია, ეს ასე გაგრძელდება, სანამ ეს პოლიტიკური ძალა იმყოფება საქართველოში და ეს იარსებებს, როგორც მუდმივი პრობლემა, როგორც ხალხისთვის, ისე რეგიონისთვის.

რა თქმა უნდა, სომხეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას ევროპასთან მიმართებით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა რამდენიმე თვის წინ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ გზაზე სომხეთისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაც წარმატებით ვითარდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი, ან ძალიან ძნელი იქნება. ეს პრობლემა ამ სახით აუცილებლად იარსებებს ამ პროცესის განვითარებაში.

ჩვენთვის, საქართველოსთვის ნორმალური და პროდასავლური ძალის გამარჯვება სომხეთში და პოზიციების განმტკიცება, ობიექტურად, კარგი და სასარგებლოა, რადგან ამას, საბოლოო ჯამში, რეგიონი და მათ შორის საქართველოც მიჰყავს კარგი და სწორი განვითარებისკენ. მე ვიმედოვნებ, რომ ის დადებითი პროგნოზები, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, გამართლდება. ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს და დგამს ნაბიჯებს, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს ფაშინიანს და მის პოლიტიკურ ჯგუფს გამარჯვებაში, მაგრამ ეს არჩევანი, რომელიც სომხეთმა გააკეთა, დიდი ხანია მწიფდებოდა, ეს არის ლოგიკური განვითარება მთელი სომხური პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის და, რა თქმა უნდა, ისინი ითვალისწინებდნენ იმ პრობლემებს და მუქარებს, რომელიც ახლა არის რუსეთისგან და ამას სომხეთი მორალური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მზადყოფნით ხვდება სომხეთი", - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.