აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს.

მისი თქმით, საქართველოში ახლა ბნელი ხანაა.

"ვფიქრობ, რომ ტრამპის გზის გახსნა საერთაშორისო კომპანიებს მისცემს საშუალებას დივერსიფიკაცია მოახდინონ იმ გზებს შორის, რომელსაც გამოიყენებენ ვაჭრობისთვის. საქართველო არ იქნება ერთადერთი და წამყვანი არჩევანი. გარდა ამისა, საქართველო თავისი ახლო კავშირებით ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან ნელ-ნელა ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ისეთი მყიფეა, როგორც არასდროს. საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა ძალიან საკამათოა.

საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი პოლიტიკური სისტემა შავი ზღვისპირეთში, ქვეყანა რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ აჩვენებდა თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძალიან რეალისტური იყო, თუმცა შემდეგ მათ მიიღეს ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რიგი სხვა კანონებისა, რომლებმაც გახსნა გზა ოფშორებიდან კორუფციის ლეგალიზებისკენ, ფაქტობრივად დაანგრია სამოქალაქო სექტორი. ყველაფერმა ამან გვაჩვენა რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის პროპაგანდას, ის მთლიანად არის შექმნილი ქართლი ოცნების მიერ და ასოცირებულია მასთან. ეს პროპაგანდა ნაწილია იმ დიდი პროპაგანდისა, რომლის თანახმადაც დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. თუმცა ყველას კარგად ესმის რომ საქართველო მოწყვლადია, რადგან მისი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული სწორედ რუსეთის მიერ. ეს პროპაგანდა არის ნონსენსი და ტყუილი, თუმცა გათვლილია პოპულაციის იმ ნაწილზე ვისაც ეშინია შესაძლო ახალი კონფლიქტის", - აცხადებს კარპენტერი.