რეალურად, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები არის შეჩერებული ამ ხელისუფლების შეგნებული გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ამ რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აქვს ქაღალდზე".

"მეგობარი აქტი" არის არა მხოლოდ სანქცირების მექანიზმი, რა თქმა უნდა, მასში სანქცირების კომპონენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა, "მეგობარი აქტი" საუბრობს იმაზე, თუ საქართველომ რა დადებითი შეიძლება მიიღოს, თუ აქ მოხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" და ამ რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი გვაქვს ქაღალდზე, რეალურად, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები არის შეჩერებული ამ ხელისუფლების შეგნებული გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ყოფილი დიპლომატები შეხვდნენ, სადაც მიმდინარე მოვლენები განიხილეს.