სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. 

რომის პაპის ვინაობა ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა.