შეიძლება კაცი მოვიდეს ქალის პირადობით და ეს ვერავინ ვერ გაიგოს, რადგან უბანზე მყოფ არცერთ პირს არ ექნება უფლება, რომ გადაამოწმოს, ვისი პირადობითაა მოსული ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ გაყალბებისთვის და გაყალბების დაფარვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ცესკო დაკვირვებას კრძალავს.

"იკრძალება დაკვირვება და გადამოწმება, მათ შორის აპარატებზე გამოჩენილი პირი, რომელიც პირადობის მოწმობითაა იდენტიფიცირებული, არის თუ არა ნამდვილად ის პირი, რომელიც ამ პირადობის მოწმობით მოვიდა. 
გვიკრძალავენ დაკვირვებას. ეს სქემა გამოავლინა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დიდი დოზით უნდათ ამის გაკეთება და თან რაღაც გარანტიებს იქმნიან, რომ ეს ვერავინ აღმოაჩინოს. შეიძლება კაცი მოვიდეს ქალის პირადობით და ეს ვერავინ ვერ გაიგოს, რადგან უბანზე მყოფ არცერთ პირს არ ექნება უფლება, რომ გადაამოწმოს, ვისი პირადობითაა მოსული ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ გაყალბებისთვის და გაყალბების დაფარვისთვის ემზადებიან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.