ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს პარლამენტთან აქციაზე მივიდა. ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

"ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.