გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"ტერორი საქართველოში: თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორს და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება", - წერს ზურაბიშვილი.

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დღეს 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის ცოტნე კობერიძე.