ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია, - განცხადება ამის შესახებ TV პირველის ეთერში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მისი თქმით, ექსპრემიერის კორუფციასთან  კავშირზე მას ეჭვი არ ეპარება, თუმცა როგორც ბოკუჩავა განმარტავს, მთავრობის ყოფილი მეთაურის გისოსებს მიღმა ჩასმა პიროვნული და პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი.

"თუ ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს იმის გამო, რომ ის ვერაგი კორუფციონერია, და არის ნამდვილად, ეჭვიც არავის ეპარება ამაში. კახა კალაძე არ არის კორუმპირებული? არ პარავს საკუთარ ხალხს ფულს? თუ ახლა ივანიშვილს არ სჭირდება მისთვის ყურის აწევა ამ ფორმით.

ღარიბაშვილის დაკავება არამცთუ პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული, პიროვნული მოტივებით არის განპირობებული.

ამ განმარტებით ის ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორი პოლიტიკური პატიმარი არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორი პოლიტიკური პატიმარი არის მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და ბევრი სხვა ადამიანი, ვინც სასჯელს იხდის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი - ანუ ამოცანა არ არის სამართლის და სიმართლის ძიება, არამედ, პოლიტიკური შურისძიებაა. საკონსტიტუციო სასამართლოც არის ამის მორიგი მაგალითი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.