მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.

"დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება", - აღნიშნა მან ამბიონიდან.

მისივე განცხადებით, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინანსების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება.

სასულიერო პირმა ისაუბრა ნარკოტიკების პრობლემასა და კაზინოების ხელშეწყობაზე.

"ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

"ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება", - განაცხადა მიტროპოლიტმა.