პარტია "დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მიმართავს, პარტიას შემოწირულობები ჩაურიცხონ, რადგან "დროა" ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც საერთაშორისო დაფინანსებას.

"პარტია „დროას“ გუნდი, წლებია, ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – ბოლომდე, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პარტია ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც საერთაშორისო დაფინანსებას. "დროას“ გუნდს არ აქვს საშუალება, დაფაროს პარტიის საქმიანობისთვის აუცილებელი ხარჯები. თუ გჯერათ ჩვენი ბრძოლის და სურვილი გაქვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ, გთხოვთ, ჩარიცხოთ სიმბოლური თანხა მითითებულ ანგარიშზე.

თქვენი შემოწირულობები არის ჩვენი მხარდაჭერის ერთადერთი საშუალება, რომელსაც რუსული რეჟიმი ჯერჯერობით ხელს ვერ შეუშლის. მადლობა თანადგომისთვის“, – წერს ხოშტარია.