აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ტრამპს საქართველოს შესახებ ესაუბრა.

"მადლობელი ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც აპირებდა მის მკვლელობას. მე ასევე გავუზიარე ჩვენი წერილი "საქართველოს მეგობრები", - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.