"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ "ქართული ოცნების" მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს.

"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, აჩუმებს კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.