აქ არ არის საუბარი მხოლოდ ივანიშვილის აქტივებზე, აქ საუბარია მისი უახლოესი გარემოცვის - ნათესავების, ოჯახის წევრების აქტივებზეც, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის მილიარდობით დოლარი, რომელიც ივანიშვილისთვის არის ძირითადი ფინანსური აქტივი. 

"აქ არ არის საუბარი მხოლოდ ივანიშვილის აქტივებზე, აქ საუბარია მისი უახლოესი გარემოცვის - ნათესავების, ოჯახის წევრების აქტივებზეც და ეს ციფრი საჯაროდ არ არის დადასტურებული, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის მილიარდობით დოლარი, რომელიც მისთვის არის ძირითადი ფინანსური აქტივი.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გადმოტანის პროცესში ძირითადად საქმე ეხებოდა ძვირად ღირებულ ნივთებს და არა უშუალოდ ფინანსებს, ფასიან ქაღალდებს, აქციებსა და ობლიგაციებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.