ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ ჩვენ რუსეთში გვაქვს მთლიანად ტანი და თავი და ჩვენთან რაიმე ინტერესი თუ ექნებათ, პირდაპირ კრემლში დაალაგებენ, ამათ რა უნდა ელაპარაკონ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

"საქართველო არსად არ არის, არსად აღარ ეპატიჟებიან. რატომ? იმიტომ, რომ სუბიექტი აღარ ვართ. ყველა ფიქრობს, ფოსტალიონს რატომ ველაპარაკოო, ყველამ იცის, რომ კობახიძე არის ფოსტალიონი. ფოსტალიონთან რომელ პრეზიდენტს, რომელ ინსტიტუციურ მმართველს უნდა დაჯდომა და რაღაცების განხილვა, როცა ადამიანი გადაწყვეტილების მიმღებია, მაგრამ რაც არ უნდა უთხრა, უნდა ადგეს და ზარი ახლობელთან განახორციელოს.

გარდა ამისა, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ ჩვენ რუსეთში გვაქვს მთლიანად ტანი და თავი და ჩვენთან რაიმე ინტერესი თუ ექნებათ, პირდაპირ კრემლში დაალაგებენ, ამათ რა უნდა ელაპარაკონ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.