აუცილებლად მოვა დრო, როცა კობახიძე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური მოტივაციით იდევნება 4 ოქტომბრის საქმე.

"პოლიტიკური მოტივაციით იდევნება 4 ოქტომბრის საქმე. პოლიტიკურ მოტივაციაშია არის არა მხოლოდ 4 ოქტომბერთან დაკავშირებული საქმეები, არამედ მომავალი საპროტესტო მუხტის ჩახშობაც. აუცილებლად მოვა დრო, როცა კობახიძე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. 

ამ ყველაფერმა აჩვენა ისიც, თუ რატომ დაიხურა სასამართლოები მედიისთვის, რატომ აღარ უშვებენ კამერებით იქ ჟურნალისტებს. იმიტომ, რომ ის რეალური სურათი, რაც იქ ხდება არ გამოჩნდეს და გაჟღერდეს მხოლოდ ის, რაც მათ აწყობთ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.