მარტივი ეგზისტენციალური ამოცანა გვაქვს - ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან და მერე გადავწყვეტთ ვის მემარცხენე მოსწონს და ვის მემარჯვენე. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ვიკინკლაოთ და გავიხსენოთ, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დააბრალა, ამომრჩევლისთვის არის უინტერესო, -  ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ "ოცნების" ქმედებებს, ისინი აღარც მალავენ, რომ ადამიანობისგან დაცლილები არიან.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა დე ფაქტო ოკუპირებულია, პუტინის რეჟიმის ანალოგიით ვიმართებით, ცხინვალსა და სოხუმში უშუალო ოკუპანტი ზის და თბილისში არის კოლაბორაციონისტი მმართველი, ამ ვითარებაში რაზეა საუბარი, რა მეორე და მეათე ამოცანებზეა საუბარი. აქ არის ძალიან მარტივი ეგზისტენციალური ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან და მერე გადავწყვეტთ - ვის მემარცხენე მოსწონს და ვის მემარჯვენე. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ ვიკინკლაოთ და გავიხსენოთ, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დააბრალა - ამომრჩევლისთვის არის უინტერესო.

რაც შეეხება უშუალოდ "ოცნების" ქმედებებს, ესენი აღარც მალავენ, რომ ადამიანობისგან, ემპათიისგან სრულად დაცლილი ხელისუფლებაა. ისინი ამბობენ, რომ ყველანაირი ადამიანური გრძნობებისგან უნდა იყვნენ დაცლილი და თავისუფალი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.