არ არის მარტივი ადამიანები თითქოს შეაგუო ომს, შეაგუო ძალადობას, შექმნა ისეთი განწყობა საზოგადოებაში, რომ რომც წააგონ მაინც არ წავლენ, რას ჰქვია არ წავლენ? ისე კარგად წავლენ, როგორც დაგიბარებია, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქედმაღლური დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ "ქართულ ოცნებას“ პირველივე საჯარო შეხვედრაზე ჰქონდათ და იმის შემდეგ ყოველ კვირას ცვლიან ინტონაციებს საკუთარ პროპაგანდაში.

"ქართულ ოცნებას“ რამდენიმე რეგიონულ ცენტრში ჰქონდა გამოსვლა და რას ვხედავთ? იმას, რომ პირველი გამოსვლიდან მოყოლებული დღემდე საკუთარი გამოსვლების რევიზიას ახდენენ, რადგან ისინი აკვირდებიან როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას, არამხოლოდ მის ამომრჩეველს, ყველა სხვა ამომრჩეველს და ეს გადამდებია. არ არის მარტივი ადამიანები თითქოს შეაგუო ომს, შეაგუო ძალადობას, შექმნა ისეთი განწყობა საზოგადოებაში, რომ რომც წააგონ მაინც არ წავლენ, რას ჰქვია არ წავლენ? ისე კარგად წავლენ, როგორც დაგიბარებია. ეს ქედმაღლური დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ "ქართულ ოცნებას“ პირველივე საჯარო შეხვედრაზე ჰქონდა და იმის შემდეგ ყოველ კვირას ცვლიან ინტონაციებს საკუთარ პროპაგანდებში. ძალიან დიდი დავის საგანი გახდა სატელევიზიო კლიპები, ბილბორდები, რომლებიც ქალაქში და მთელს ქვეყანაში მოდებულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან, მაინც ცდილობენ, რომ შეცვალონ პოზიტიური მესიჯებით.

ახლა დავაკვირდით გასულ კვირას, რაღაც მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ისეთი ფორმით გამოვიდა, რომ მწარმოებელი კომპანიაც კი ისე გაბრაზდა, რომ ადამიანებმა დატოვეს სამსახური. იმას ვერ ელევი, ვიღაცამ გირჩია, რომ ასეთი აგრესიული და ცოტა პოლიტიკური მორალის მიღმა არსებული თემები შემოიტანო საარჩევნო ნაკადში, ვერ ამთავრებ იმ ხაზს შენი საარჩევნო კამპანიისას, ახალს იწყებ, ახალი იმასთან წინააღმდეგობაშია და ამიტომაც არის ეს აღრევა, რასაც ყველაზე კარგად "ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იცნობენ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.