ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. 

31 მაისს, გამთენიისას ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო (ავტომობილების გადამზიდავი) და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.