ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე - რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.